პროგრამა ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით.
პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიგრაციის კომპეტენციის ცენტრი.
- მიგრაციის მართვის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა არის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში:
- სამართალი;
- ეკონომიკა;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების, ასევე B2 დონის ინგლისური ენისა და სპეციალობის (ესსე მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე) შიდასაუნივერსიტეტო წერითი გამოცდების საფუძველზე.
- ინგლისური ენის გამოცდისაგან გათავისუფლება ხდება შემდეგი სერთიფიკატებით: IELTS (2 წლიანი ვადით - შეფასება არანაკლებ 5,5 ქულისა), TOEFL (2 წლიანი ვადით- შეფასება არანაკლებ 81 ქულისა), FCE (უვადო, არანაკლებ C შეფასებისა);
- სწავლის სემესტრული გადასახადი შეადგენს 1125 ლარს. სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი, ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდა საუნივერსიტეტო რეგულაციები.
მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დეტალური ნუსხა.
საკონტაქტო პირი:
გენრიეტა ჯოხაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მობ. 577 211 335.
ელ-ფოსტა: genrieta.jokhadze@tsu.ge